სენაკის N7 საჯარო სკოლაში კონფერენცია - „ჩვენი ენა ქართული“ ჩატარდა
17-04-2019

სენაკის N7 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ენის მასწავლებელმა დალი ტყებუჩავამ და მე-5 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს კონფერენცია თემაზე „ჩვენი ენა ქართული“.

„დედაენა, კვლავ რომ ინთებს

მკერდზე ციცინათელებს,

ამ განძს თუ არ მოუარე,

ისე ვერ იქართველებ“.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203