ნამაშევის საჯარო სკოლაში 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
17-04-2019

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრების ნორა ონიანის, ლედი ბოლქვაძისა და ლონდაჯამბურიძის ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი ისტორიული დღე აღინიშნა ხონის რაიონ  ნამაშევის საჯარო სკოლაში.

9 აპრილი სამშობლოსათვის დაღუპული გმირთა ხსოვნას და ამავე დროს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მიეძღვნა.

სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს 9 აპრილის მნიშვნელობა.

30 წელი გავიდა ამ ტრაგიკული დღიდან და ჩვენთვის ის დღე ისევ ტკივილიანი და ცრემლიანია. მოსწავლეებმა მოწიწებითა და დიდი პატივისცემით გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელები.

 

ამ მოკრძალებული ღონისძიებით სკოლის მოსწავლეებმა ყველა დაღუპული გმირის ოჯახს სამძიმარი უთხრა და მადლობა მათ, რომ გასწირეს სიცოცხლე სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის, რომლითაც ჩვენი თაობა ყოველთვის იამაყებს.“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203