მანავის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედა ენის დღე ზეიმით აღნიშნეს
17-04-2019

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, მანავის საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი: ციცინო ბორაშვილ) დედა ენის დღე ზეიმით აღნიშნეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამოხატეს პირველკლასელებმა სიყვარული იაკობ გოგებაშვილისა და მისი უკვდავი „დედა ენის" მიმართ. 

„ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართველ პოეტთა მიერ მიძღვნილი ლექსები დედა ენისადმი, ლამაზი სანახავი იყო პატარების მოგზაურობა ამ მართლაც სიტყვამოქარგულ წიგნში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203