ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასის მასწავლებლები: ნონა ფუტკარაძე და თალიკო ვახტანგიძე.
დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
იხილეთ ფოტოები