თელავის N7 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლებას, თუ რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას ქართველი ერისთვის.
ღონისძიებას წინ უსწრებდა სხვადასხვა კლასის მიერ ამ დღისადმი მიძღვნილი გაზეთების სპეციალური ნომრების გამოშვება, რომლებიც შეაფასა ამ დღისთვის შექმნილმა ჟიურიმ.
დღის ბოლოს სკოლის დირექტორმა, მაია სილაგაძემ შეაფასა ღონისძიება და სერტიფიკატები გადასცა აქტიურ მონაწილეებს.
იხილეთ ფოტოები