ვალის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დედა ენა ერთია, დედა ენა ღმერთია“ გამართეს.
სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
„მადლობა კლასის ხელმძღვანელს ქეთევან გოგილაშვილს და მე-5 კლასს საინტერესო ღონისძიებისათვის“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.
1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.
დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები