თბილისის N94 საჯარო სკოლაში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია მოეწყო
17-04-2019

თბილისის N94 საჯარო სკოლაში ტრადიციული საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეები და მშობლების მხარდაჭერით წინასააღდგომოთ არაერთ გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარნენ.

„ეს ის შემთხვევაა ,როცა სკოლას ნებისმიერ კარგ წამოწყებაში გვერდით უდგანან მშობლები. ქალაქ თბილისის 94 -ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი რომლის ხელმძღვანელი ლელა შველიძეა უკვე მეორე წელია საკვები პროდუქტებით ეხმარება ჩვენი დასახლების შეჭირვებულ ადამიანებს. წინასააღდგომო ამ ინციატივას პირველი ჩვენი სკოლის მშობელთა კლუბი გამოეხმაურა. აქციას უამრავი მხარდამჭერი გამოუჩნდა და საბოლოოდ 15 -მდე ოჯახს გაუწიეს დახმარება.

მადლობა ყველას, ვინც მცირეოდენი წვლილი მაინც შეიტანა ამ კეთილ და ლამაზ საქმეში. განსაკუთრებული მადლობა 1/3 კლასსმადონა ლაშხია-ს,2/7 კლასსლელო ხარატიშვილი-ს,1/5 კლასსნინო სალუქვაძე-ს,4/4 კლასს ლელა გეთიაშვილის თანადგომისა და გულისხმიერებისთვის.

ბევრი ასეთი საქმე გვეკეთებინოს ერთმანეთისა და მოყვასის სიყვარულის სახელით“, - ნათვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203