შუახევში სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიაში მუნიციპალური საგნობრივი კონკურსის მეორე დასკვნითი ტური ჩატარდა
17-04-2019

2019  წლის 17 აპრილს შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ჩატარდა შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შორის მუნიციპალური საგნობრივი კონკურსის მეორე დასკვნითი ტური „სამოქალაქო განათლებასა (IX-X კლასი)  და გეოგრაფიაში (X-XI კლასი)

  • კონკურსების პირველი ტური ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც შეირჩა ყველაზე მაღალი ქულის მქონე თითო მოსწავლე;
  • სამოქალაქო განათლების კონკურსის მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 31 მოსწავლემ, ხოლო გეოგრაფიის კონკურსში - 25 მოსწავლე;
  • I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით, კერძოდ პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეები დაახლოებით 100 ლარიანი, მეორეზე - 80 ლარიანი და მესამეზე - 60 ლარიანი  წიგნების ვაუჩერით. პირველი ადგილის მფლობელები ასევე დაჯილდოვდებიან - კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის საპატიო დიპლომით.

კონკურსის შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203