მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
სკოლაში გამოიფინა 9 აპრილის ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა, მოსწავლეები სიტყვით გამოვიდნენ და 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს. სკოლის აღსაზრდელები ასევე ტრაგედიის დღეს გადაღებულ დოკუმენტურ კადრებს გაეცნენ.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები