ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურენოვანი კონფერენციის მეორე ტურში მონაწილეობენ
ვალის N2 საჯარო სკოლაში, ახალციხის საგანმანათლებლო რესურცენტრის მხარდაჭერით, მეცხრე კლასის მოსწავლეებისათვის ინგლისურენოვანი კონფერენციის პირველი ტური სახელწოდებით - „ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის“ ჩატარდა.
კონფერენციას სკოლაში ორგანიზება მეცხრე კლასის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნათია მანველიშვილმა გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მოკლედ აღწერეს თემში არსებული პრობლემური სიტუაცია. ჩამოაყალიბეს პრობლემის გადაჭრის გზები და თავიანთი შეხედულებები, თუ როგორ მიიღებდნენ მონაწილეობას აღნიშნული პრობლემური სიტუაციის გადაჭრაში მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, საინფორმაციო საშუალებები და ა.შ. ასევე წარადგინეს თუ რა მიზანს მიაღწევდნენ ამ პრობლემის გადაჭრით.
მეცხრე კლასმა ხუთი საპრეზენტაციო თემა წარმოადგინა, სადაც დირექციის,
საზოგადოებრივი და ფილოლოგიის კათედრის წევრებმა შეარჩიეს მხოლოდ ერთი
თემაზე - „ჩვენ ვირჩევთ ჯანსაღ ცხოვრებას“ კონფერენციის მეორე ტურზე წარსადგენად.
კონფერენციის მე-2 ტური დღეს, 18 აპრილს ახალციხის რეგიონის სკოლებს შორის იმართება.
„ვფიქრობთ, ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებით დაძლევენ მეორე
ტურსაც. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მეცხრე კლასის მოსწავლეს“,-აღნიშნევს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები