საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის გიორგიწმინდის საჯარო სკოლის მე-9 კლასში თემაზე - „რას ნიშნავს ჩვენთვის 9 აპრილი“ დისკუსია გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისკუსიაზე მასწავლებლის და მოსწავლეების მხრიდან დაისვა შემდეგი კითხვები - თვლით თუ არა, რომ 9 აპრილის მონაწილეები იმსახურებდნენ გმირებად აღიარებას? შედეგი ქონდა ამ თავგანწირვას? თქვენ როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას და სხვა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში. დისკუსიას კლასის დამრიგებელი თინათინ ხაბაზიშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტო