პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრებაში მონაწილეობდნენ
18-04-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, პირველი სვირის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეთა გუნდი (ლუკა წაქაძე, ნინო გელაშვილი, მაგდა ბაღდაძე და ლუკა ჩხიკვაძე) პედაგოგ მარეხ გიორგაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ორგანიზებულ პროექტში - „ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება“ მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრებაზე ნაშრომი - „იმერეთის თაიგული სვირი“ წარადგინეს და დაიცვეს. სკოლის აღსაზრდელებმა დიპლომები დაიმსახურეს.

პედაგოგს კი მადლობის ფურცელი გადაეცა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203