ბოლნისის რაიონის ჯავშანიანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა. ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება უნდა.
„დაილოცოს დედაენის შემოქმედი“ - ასეთი სათაურით ჩატარდა საქალაქო ბიბლიოთეკაში ღონისძიება.
მოსწავლეებმა წარმოთქვეს დედა ენაზე სპეციალური სიტყვები, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები. პატარებმა ასევე გააცოცხლეს დიდი იაკობის ცხოვრება და შემოქმედება.