თბილისის N6 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „ქართული ენა საფრთხეშია“.
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ლელა ტუღუშის ხელმძღვანელობით, აქტივობაში სკოლის მე-5, მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ ქართულ ენაში შემოჭრილი ბარბარიზმების, ჟარგონებისა და დიალექტების სიმრავლეს.
ბავშვებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, თუ რა იწვევს არსებულ პრობლემებს და როგორია გადაჭრის გზები.
თითოეულმა კლასმა, რომლებიც გუნდებად იყო დაყოფილი, აღნიშნულ თემაზე კედლის გაზეთები წარმოადგინა პრეზენტაციის სახით.
მოსწავლეებმა საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულზე ლექსები წაიკითხეს.
კონფერენციას ფონად გასდევდა გურამ გორდეზიანის ლექსზე შექმნილი მანანა იმედაძის ,,ჰიმნი დედა ენას“ და ირაკლი აბაშიძის ,,ხმა კატამონთან“(,,ო, ენავ ჩემო“) ირმა სოხაძის შესრულებით.
იხილეთ ფოტოები