ნავაზის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ჩვენი კალიგრაფი 2019“ ჩატარდა
18-04-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის, ნავაზის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ჩვენი კალიგრაფი 2019“  ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ ტურში გამარჯვებული ნაშრომები გაიგზავნა მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში, სადაც სამივე მოსწავლემ საპრიზო ადგილი დაიკავა.

მე-6 კლასის მოსწავლემ ნიცა ძიგოშვილმა (l-VI კლასი) პირველი ადგილი დაიკავა, მეცხრე კლასის მოსწავლეებმა - ანი ძიგოშვილმა მეორე საპრიზო, სალომე ბედოშვილმა კი - პირველი ადგილი მოიპოვეს.

„ქართული მარტო ენაა?! -

ქართული ქართველთ რწმენაა!

ღმერთია!

ბედისწერაა!

ზღვა როა! -

იმოდენაა!“

/მუხრან მაჭავარიანი/

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203