წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მონიკა კვირიკაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე სპორტულ აკრობატიკაში II საპრიზო ადგილი დაიკავა.
სკოლის დირექციამ, მონიკა კვირიკაშვილს მიღწეული გამარჯვებისათვის გადასცა საპატიო სიგელი, ხოლო სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საზეიმო ვითარებაში მიულოცეს საამაყო გოგონას დიდი მიღწევა და უსურვეს შემდგომი წარმატებები.
იხილეთ ფოტოები