ჭოგნარის სკოლაში მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
23-03-2017
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჭოგნარის სკოლის IX და XI კლასებში ჩატარდა დისკუსია თემაზე: „გენდერული თანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები“.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ მშობლები და მასწავლებლები. 
 
მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობა დემოკრატიის მშენებლობისათვის, რა განსხვავებაა ბიოლოგიურ სქესსა და გენდერს შორის და რა კეთდება საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით. 
 
მათ  აღნიშნეს, რომ გენდერული თანასწორობა არის ადამიანის უფლებების ძირითადი პრინციპი, ის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებისათვის, რომელიც მოიცავს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ ჩართულობას სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში. 

კლასის დამრიგებლები არიან ნანი ალფაიძე და შორენა ბასილაძე. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203