თბილისის N67 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწერალთა სახლს ესტუმრნენ.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა თემაზე „კიბერ გალაკტიონი“ ლექცია მოისმინეს.
კიბერგალაკტიონი პირველი ქართულენოვანი ჩათ ბოტია. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდი მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი კიბერგალაკტიონთან საუბარს იწყებს, კომპიუტერი რთული ალგორითმის გამოყენებით შესაბამის პასუხს პოულობს მონაცემთა ბაზაში.
იხილეთ ფოტოები