ქარელის მუნიციპალიტეტის კნოლევის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით აპრილში დედა ენისა და 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს, რომ თითოეული გმირის სახელს, რომლებმაც სამშობლოსათვის სიცოცხლე დათმეს, ქართველი ხალხი და საქართველო არ დაივიწყებს.
ასევე ჩატარდა დედა ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება. კლასის დამრიგებელ დარეჯან ცუხიშვილის ხელმძღვანელობით.
სკოლის პედაგოგებმა ისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე, ენის სიძველეზე, ერის ისტორიული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მშობლიური ენის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებზე. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დედა ენისადმი მიძღვნილ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ეს დღე მათთვის ძვირფასია.
იხილეთ ფოტოები: