ჭიათურის რაიონის ტყემლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყეს.
მართალია, ადამიანი დიდ ზარალს აყენებს გარემოს, მაგრამ ყოველთვის შეუძლია გამოასწოროს ეს ყოველივე ისე, როგორც ტყემლოვანის საჯარო სკოლამ შეძლო.
მოსწავლეებმა 15 აპრილს სკოლის მიმდებარე ტერიტორიისა და ტაძრის შემოგარენი დაასუფთავეს.
„ჩვენი თხოვნა იქნება, რომ ნუ დავაბინძურებთ გარემოს. რომელსაც უფალმა მომადლა თვალწარმტაცი ბუნება, უნდა გამოირჩეოდეს სისუფთავით და წესრიგით...“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები: