სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ერისიმედის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში პირველი-მეორე კლასის მოსწავლეები, მედიკო დეკანაძის ხელმძღვენელობით და მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეები, მასწავლებლების მარინა ცენტერაძისა და მაგული ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.
ზეიმს ესწრებოდნენ მოსწავლეები, მშობლები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.
„ზეიმი გავხსენით სიტყვით და დამსწრე საზოგადოებას ვესაუბრეთ იაკობ გოგებაშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე, თუ როგორ დაუხვედრეს რუსეთის კოლონიურ ზრახვებს ეროვნული თვითშეგნება და განვითარება და ასევე გავახსენეთ, თუ რატომ აღინიშნება 14 აპრილს დედა ენის დღე. მოსწავლეებმა დედა ენის დღე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით აღნიშნეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები