მელეს სკოლის მოსწავლემ სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობაში საპრიზო ადგილი დაიკავა
23-03-2017
მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში გამართულ შეჯიბრში გიგანტურ სლალომში მელეს სკოლის მოსწავლემ ირაკლი ბაკურაძემ მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს, სკოლებში საგაზაფხულო არდადაგები აღდგა. 
 
არდადეგები სხვადასხვა რეგიონის მცირეკონტიგენტიანი სკოლების 300-მდე მოსწავლემ ბაკურიანში გაატარა, სადაც მათ ახალი მეგობრები შეიძინეს, სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებით დაკავდნენ და სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. 

ბაკურიანში ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან მელეს სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები ირაკლი და ბაჩუკი ბაკურაძეები იმყოფებოდნენ. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებას დაესწრო და გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203