ადიგენის მუნიციპალიტეტის, ხევაშენის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კვირის განმავლობაში მოსწავლეები 9 აპრილის ტრაგედიის მიზეზებს და დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და მის გვერდით მებრძოლი ადამიანების დამსახურებას იხსენებდნენ.
ისტორიის მასწავლებლის იამზე ჯოხაძისა და ქეთევან ენდელაძის ორგანიზებით გაზეთი გამოიცა და კონცერტი ჩატარდა.
კონცერტზე მოსწავლეებმა 9 აპრილისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა სიმღერა - „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“ შეასრულეს.
იხილეთ ფოტოები