ლენტეხის მუნიციპალიტეტის, რცხმელურის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა სკოლის კედლებში 1978 წლის 14 აპრილის დრამატული მოვლენები გააცოცხლეს, ისაუბრეს ქართული ენის ღირსებსა და მნიშვნელობაზე, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებას თავიანთ შემოქმედებით დღესასწაული მიულოცეს.
„ლექსს სიმღერა და ცეკვა ცვლიდა, ისმოდა დედა ენაზე ქართველ პოეტთა გამონათქვამები. ,,ჩვენ დღეს ვზეიმობთ დედა ენის სიყვარულს, ვხარობთ იმით, რომ დავეწაფეთ სიბრძნეს დიდი იაკობისას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები