გასული წელი ძალიან მძიმე იყო, საგარეჯოს რაიონის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლისთვის. გარდაიცვალა უსაყვარლესი მოსწავლე ნიკა კირაკოზაშვილი.
ნიკა იყო საუკეთესო მოსწავლე, კეთილშობილი პიროვნება, რომელიც ცხოვრობდა მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრებით. მსახურობდა ეკლესიაში, იყო სტიქაროსანი და მნათე.
ის სამაგალითო მოსწავლე
იყო და სკოლამ გადაწყვიტა გაეზიარებინა მისი ცხოვრების სტილი, ამიტომ დააარსეს მისის
სახელობის სალონური შეხვედრების კლუბი.
კლუბის საპატიო
წევრები არიან ნიკას მოძღვარი მამა თეიმურაზი
და მისი დედა ქეთევან საგინაშვილი. გადაწყვიტეს ნიკას სულის ცხონებისთვის ბევრი კეთილი
საქმე აღასრულონ.
„ქველმოქმედების
დღედ დავაწესეთ ყველა თვის პირველი პარასკევი, შევქმენით ქისა „შიოს მარანი“, სადაც
თვის განმავლობაში შეგროვებული შესაწირს ქველმოქმედებად ვაქცევთ.
2019 წელის 5 აპრილს
ვესტუმრეთ პატარა ნინის. ნინი მეორე სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენი ტოლია, არ აქვს
მნიშვნელობა სად ცხოვრობს, გავიგეთ რომ საავადმყოფოში იწვა და გადავწყვიტეთ მისი მონახულება.
ნინიმ ძალიან გაიხარა
ჩვენი სტუმრობით და ჩვენც გახარებულები ვართ მისი გაცნობით, ჩვენი ურთიერთობა ნინისთან
არ იქნება ერთჯერადი. მეორე დღეს გული მეწვოდა რომ ვფიქრობდი ნინის ფანჯარა კი არა
ფანჯრიდან გასახედიც კი არ აქვს.
ჩვენ გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ღონიძიების მოწყობა - „ვარდისფერი ოთახი ბავშვებს“ ვისაც არ აქვს ვარდისფერი ცხოვრება.ღმერთმა დალოცოს ყველა ვინც შემოგვიერთდა ამ კეთილშობილურ საქმიანობაში.28 ივნისს ნინის დაბადების დღე აქვს და გვინდა ნინისთან ერთად ავღნიშნოდ მისი დაბადების დღე ვარდისფერ ოთახში. შემოგვიერთდით კეთილო ადამიანებო.“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები: