ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების გაკვეთილი სააპელაციო სასამართლოში ჩაუტარდათ
18-04-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეთათვის არაფორმალურ გარემოში, სააპელაციო სასამართლოს შენობაში ჩატარდა სამოქალაქო განათლების გაკვეთილი.

მოსწავლეებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი.

მან მოსწავლეებს გააცნო სააპელაციო სასამართლოს მუშაობის სტილი და მოსამართლეთა საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ბავშვებმა მიიღეს პროფესიონალური პასუხები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203