დააკლდებათ თუ არა აბიტურიენტებს ქულა ტექსტის რედაქტირებისას სწორი ფორმა სხვა სწორი ფორმით რომ ჩაანაცვლონ? – NAEC-ის პასუხი
29-06-2019

აბიტურიენტების კითხვაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ტექსტის რედაქტირებისას თუ სწორ ფორმას, სხვა სწორი ფორმით შეცვლიან, დააკლდებათ თუ არა ქულა? -  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხობს, რომ ქულა არ დააკლდებათ.

„სასურველია ტექსტში ზედმეტი ცვლილებები არ შეიტანოთ, ეს დაგიცავთ ახალი შეცდომებისგან, მაგრამ თუ მაინც ჩაანაცვლებთ ასევე სწორი ფორმით და აზრიც არ შეიცვლება, შეცდომად არ ჩაგეთვლებათ“, - პასუხობს ცენტრი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ერთ-ერთ დავალება ტექსტის რედაქტირებაა, რომელიც 16-ქულიანია. აბიტურიენტებისთვის უცნობია ტექსტში დაშვებული შეცდომების ზუსტი რაოდენობა, შესაბამისად, მათ ტექსტი თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა გაასწორონ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203