თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის რაქვთის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგის ლუიზა ბერიძის ხელმძღვანელობით დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ენა ბურჯია ერისა“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეები წარსდგენ დედაენაზე მომზადებული ლექსებით, პიესებითა და სიტყვებით.
ქართული ენის განვითარების ისტორიაზე და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრა პედაგოგმა ნაზი სურმანიძემ. ღონისძიებამ მოწონება დაიმსახურა დამსწრე საზოგადოებაში.