ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ხშირად ატარებენ შემეცნებით ღონისძიებებს. ამჯერად სკოლაში შემეცნებითი ღონისძიებების ფარგლებში კონკურსი „ყველაზე ჭკვიანი VIII კლასელი“ გაიმართა.
აღნიშნულ კონკურსს ხელმძღვანელობდა კლასის ხელმძღვანელი და მათემატიკის მასწავლებელი ნადეჟდა წიქარიშვილი. კონკურსი საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა კარგად წარმოაჩინეს თავიანთი თავი.
ასევე გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულები: ეკა გოგოლაძე, ზურა გაჩეჩილაძე და ლუკა ნაცვლიშვილი მათ დაიმსახურეს „ყველაზე ჭკვიანი VIII კლასელი“-ს ტიტული.
იხილეთ ფოტოები