თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს
18-04-2019

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, დედა ენის დღე აღნიშნეს და სხვადასხვა აქტივობებში  მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის ფარგლებში  მეოთხეკლსელების მხარდამჭერები იყვნენ სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, დირექტორის  მოადგილე ნანა შენგელიძე, „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტი მაია ბოჭორიშვილი, პედაგოგები, სპეცმასწავლებლები და მშობლები.

დედა ენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203