ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯაროს სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართა.
კერძოდ, 1/6 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა .ერის იდენტობის განმსაზღვრელი, ენა ხალხის საკუთრებაა, მას მოვლა, დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.
14 აპრილს მოსწავლეებმა მოინახულეს „დედა ენის ძეგლი. ისინი სიყვარულითა და პატივისცემით საუბრობდნენ ქართული ენის, ქართული ანბანის, მისი შემოქმედის - იაკობ გოგებაშვილის შესახებ. გაიხსენეს შესწავლილი მოთხრობებიც. გარდა იმისა რომ მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედება აჩვენეს დედა ენის ძეგლთან თავმოყრილ სტუმრებს, ისინი დაესწრნენ სხვა მოსწავლეთა ღონისძიებებსაც.
მსოფლიოში არცერთ ერს არ დაუდგამს წიგნისთვის ძეგლი, მათ კიდევ ერთხელ, თვალნათლივ გაიაზრეს, თუ როგორი ძვირფასია დედა ენა.
„ქართული მარტო ენა?!“ - ამ სახელწოდებით სკოლის 1/6 კლასში ჩატარდა საზეიმო გაკვეთილი. მოსწავლეებმა წარმოთქვეს დედა ენაზე სიტყვები, ლექსები. ასევე შეასრულეს სიმღერა. გაიხსენეს ქართველ საზოგადომოღვაწეთა ნააზრევი. მხატვრულად წარმოთქვეს ლექსები.
მოსწავლეებს, ეს ლამაზი დღესასწაული სკოლის დირექტორმა, თენგიზ გულორდავამ და დირექტორის მოადგილემ ნაზი სეთურიძემ მიულოცეს. მათ ბავშვებს წარმატებები უსურვეს. დედა ენის დღეს მიეძღვნა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო ქართული ანბანის განსაკუთრებულობის შეგრძნება, ლამაზად წერის პოპულარიზაცია. ფანტაზიის უნარის განვითარება, მოსწავლეთა დაინტერესება.
კალიგრაფიის კონკურსში ხალისით მიიღეს მონაწილეობა პატარებმა, რამდენიმე ნამუშევარი მართლაც გამორჩეული იყო და მათ გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.
იხილეთ ფოტოები