ხონის მუნიციპალიტეტის, ნამაშევის საჯარო სკოლაში ევროპის ფონდის დაფინანსებული საგრანტო - პროექტი ,,ნარჩენების მართვა“ განხორციელდა.
პროექტში VIII-IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო სკოლასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების (მაკულატურისა და პოლიეთილენის/პლასტმასის) შემცირება და მათი დახარისხებულად შეგროვება, რითაც შესაძლებელი იქნება ბუნებაზე უარყოფითი გავლენის შემცირება და ბუნებრივი რესურსების დაზოგვა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე აქტივობა, კერძოდ, მოსწავლეებმა ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია მოსახლეობასთან, სასკოლო საზოგადოებასთან, ახლომდებარე სკოლებთან, მოაწყვეს დასუფთავების აქცია, შეაგროვეს მაკულატურა და პლასტმასი და ნარჩენების გაყიდვით გამომუშავებული თანხით რამდენიმე წიგნი შესძინეს სკოლის ბიბლიოთეკას.
მოსწავლეებმა პროექტის დასკვნით ნაწილში ფოტოგამოფენა - ,,მე ♥ გარემო“ მოაწყვეს.
პროექტის მონაწილეები მადლობას უხდიან ახალგაზრდულ იდეას პროექტის დაფინანსებისთვის. სკოლის დირექციას, ახალშენისა და კონტუათის საჯარო სკოლებს თანამშრომლობისთვის.
იხილეთ ფოტოები