სენაკის N7 საჯარო სკოლაში ღონისძიება „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა
18-04-2019

სენაკის N7 საჯარო სკოლაში ღონისძიება „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს, პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, კედლის გაზეთები დაამზადეს და 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს ვზეიმობთ საქართველოსსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203