გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
18-04-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „სიყვარული სიგიჟეა“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები.

მონაწილეებმა წარმოადგინეს გოდერძი ჩოხელის „ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ“, ორი მინიატურული სკეტჩი „ვალენტინობა“ და „ღარიბი ოჯახი“, ლეგენდა უშბასა და თეთნულდზე, მსოფლიოს ათი ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორია, საინტერესო ფაქტები  სიყვარულის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს აუდიტორიას გააცნეს IX კლასის მოსწავლის ბექა ბოლქვაძის შემოქმედება. ღონისძიება საჰაერო ფრანების გაშვებით დასრულდა. ღონისძიებას ისტორიის პედაგოგი შორენა ჟღენტი ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203