დამალის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ კონკურსზე „მე ვწერ ქართულად“ მოწონება დაიმსახურა
18-04-2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, სადაც  საქართველოს არაქართულენოვან სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, კონკურსის „მე ვწერ ქართულად“ ფინალი და დაჯილდოება გაიმართა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის დამალის სომხურენოვანი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ სოფია აკოფიანმა თავისი სკოლა წარადგინა და მოწონებაც დაიმსახურა. კონკურსი ორგანიზებული იყო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თაოსნობით.

დამალის საჯარო სკოლა სახელმწიფო ენის შესწავლისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის მომავალშიც ელის მსგავს კონკურსებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203