ნატახტარის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე იზეიმეს
18-04-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ნატახტრის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართა.

კვირეულს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - მარინე გულაშვილი. ჯერ ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი, შემდეგ კალიგრაფიის კონკურსის I შესარჩევი ტური.

სასკოლო კონკურსში გამარჯვებული ნაშრომები წარვადგინეთ ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის მრავალფუნქციურ ცენტრში.

იქ კი-II შემაჯამებელ ტურში გაიმარჯვა და III საპრიზო ადგილი დაიკავა ჩვენი სკოლის VII მოსწავლე-სალომე ბაღაშვილმა.

კვირეული დააგვირგვინა პროექტმა ,,ეს ჩემი სამშობლოა“. VII და IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ინტერესების მიხედვით შეარჩიეს თემები (სახელმწიფო სიმბოლიკა, ქართული ანბანი, სიმღერები და ლექსები საქართველოზე, საქართველოს მდებარეობა, მწერლები, მეფეები და ბრძოლები, საქართველოს მხარეები, გმირები, ქართული ცეკვები, ქართული სამზარეულო) და წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. რუბრიკებად დანაწილებული თემატიკა საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203