ახალციხის მუნიციპალიტეტის ფერსის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები, პატარებმა თავიანთი წარმოდგენა მშობლებისა და მასწავლებლების დასწრებით სააქტო დარბაზში წარმოადგინეს და აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. სკოლის შემოქმედებითი მუშაობას ღირსეულად გაართვეს თავი ელიკო და თამრიკო მასწავლებლებმა.
მსგავს ღონისძიებებს მასწავლებლები მაისის თვეშიც აანონსებენ.
იხილეთ ფოტოები