ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელმა ნანა მაჭუტაძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში სსსმ მოსწავლეები და მათი თანაკლასელები მონაწილეობდნენ.
შესავალ ნაწილში მოზარდებმა ისაუბრეს აუტიზმის მცნებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების შესახებ, რომლებმაც დაბრკოლებები გადალახეს და წარმატებას მიაღწიეს.
„ღონისძიება იყო ხალისიანი და ამავე დროს ემოციურიც. ღონისძიება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ დადებითად და პოზიტიური კომენტარებით შეფასდა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები