საზეიმო ვითარებაში აღინიშნა დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი ხულოს მუნიციპალიტეტის თხილვანის საჯარო სკოლაში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ციტატები დედაენაზე. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დადგეს მხიარული სპექტაკლი „ვიცით? არ ვიცით?“
ასევე ამ დღის ისტორიული მიმოხილვა გააკეთა ისტორიის მასწავლებელმა ლაშა ბოლქვაძემ.
სიტყვით გამოვიდა მერის წარმომადგენელი თხილვანის ადმინისტაციულ ერთეულში მამუკა ქამაშიძე.
სკოლის დირექტორმა ბატონმა ედვარდ ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და ორგანიზატორ მასწავლებლებს გაწეული სამუშაოსათვის.