ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.
ღონისძიება მოამზადეს ქართული ენის მასწავლებლებმა: რამაზ გორგაძემ ლია გოგოლაძემ და იადონა ზედგინიძემ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის I-IX კლასების მოსწავლეები.
დასაწყისში იადონა ზედგინიძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მინი ლექცია ქართული ენის ისტორიისა და მისი განვითარების სხვადსხვა ეტაპების შესახებ, მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართველი პოეტების დედა ენისადმი მიძღვნილი ლექსები.
ღონისძიების შემდეგ ეტაპზე დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო შემეცნებით კონკურსებში. („საუკეთესო კალიგრაფია“, „დაკარგული ასოების მოძებნა“ „ნახატების ამოცნობა და სახელების მიწერა“) ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სკოლის ეზოში გაუშვეს ქართული ანბანით გაფორმებული საჰაერო ბუშტები.
იხილეთ ფოტოები