წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რიონის საჯარო სკოლაში სპეციალური საჭიროების მოსწავლეთათვის განკუთვნილი რესურსოთახი გაიხსნა.
სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, სპეცმასწავლებელმა ლილი სინატაშვილმა საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზა I და III კლასის მოსწავლეებს. ბავშვებმა წარმატებით გაართვეს თავი აქტივობებს და მონაწილეობისათვის სიგელებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: