ქუთაისის N24 და ვარდისუბნის სკოლის მოსწავლეები ონლაინ სივრცეში დამეგობრდნენ
24-03-2017
ქუთაისის N24 სკოლის VI კლასის მოსწავლეების გუნდი ''სათაფლია'' და  ვარდისუბნის სკოლის VI კლასის გუნდი ''ჰერეთი'' ერთმანეთს სკაიპითა და Twinspace-is საშუალებით შეხვდნენ. 

მოსწავლეები ონლაინ სივრცეში საერთაშორისო პროექტ ''Protected Areas''-ის ფარგლებში შეხვდნენ. 

როგორც სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი და პროექტის ავტორი ხათუნი ასანიძე აღნიშნავს, ეს იყო მოსწავლეების პირველი შეხვედრა ონლაინ სირცეში: 

''ეს იყო ჩვენი მოსწავლეების პირველი შეხვედრა ონლაინ სივრცეში. დამეგობრდნენ მოსწავლეები, ისაუბრეს პროექტის მუშაობის შესახებ, გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთ დაცული ტერიტორიაზე არსებული ფლორისა და ფაუნის, პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის მღვიმის და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის შესახებ.

დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა. მოსწავლეები ონლაინ სივრცეში შექმნიან ჯგუფებს, შეარჩევენ ჯგუფის სახელს და მოამზადებენ პროექტის თემის  შესაბამის პრეზენტაციებს. შეხვედრიდან ნათლად ჩანს, რომ მოსწავლეები ჩართულნი არიან აქტიურ-ინოვაციურ კვლევაში, პროექტზე მუშაობის პროცესში მოხდება  მოსწავლეთა პრეზენტაციის უნარის გაუმჯობესება, ტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების უნარების ამაღლება და გაეცნობიან და შეისწავლიან უფრო უკეთ მათ დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ფლორას და ფაუნას.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისათვის ქუთაისის სკოლის დირექტორს ქალბატონ სოფიო ხარშილაძეს, ტექნოლოგიების პედაგოგს თამარ კვერნაძეს და ჩემს წრამტებულ და ენერგიულ კოლეგას, ქალბატონ ეკატერინე ნაროუშვილს! 

ეს ქვეყანა - მშვენიერი საქართველო ჩვენია! უნდა მოვუფრთხილდეთ მის ბუნებას, უნდა ვისწავლოთ პოზიტიური, საქმიანი, წარმატებული თანამშრომლობა ერთმანეთთან, უცხოელებთან. ჩვენ ამას შევძლებთ, აუცილებლად! წარმატებები ბავშვებო!''

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203