მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქრისტინე ლავრენტი ევა და ვიკტორ კლინკაროვი შეუერთდნენ პროექტს „შეუზღუდავი განათლება ყველას“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეარჩიეს ლექსები, მხატრულად წაიკითხეს და ჩაწერეს აუდიო ვერსიები. ორივე მოსწავლის აუდიო ჩანაწერმა მოწონება დაიმსახურა და განთავსდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის „სასკოლო ლიტერატურის“ გვერდზე.
პროექტი „შეუზღუდავი განათლება ყველას“ ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბობლიოთეკის ფარგლებში და ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ბატონი გიორგი კილაძე.
ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი კარგი საშუალება და რესურსია , როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთათვის.
ოფრეთის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს აღნიშნულ პროექტს და მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელ ბატონ გიორგი კილაძეს პროექტში ჩართვის შესაძლებლობისთვის.
აქტივობას ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა.