ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი დღე მიუძღვნა დედა ენის დღეს.
V, VI და VII კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე.
აღნიშნეს, ისიც რომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკო-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს და მას 150 ქვეყნის 3 000 ფეხზე წამომდგარი დელეგატი უკრავდა ტაშს.
იხილეთ ფოტოები