აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები" ჩატარდა.
მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს სოფელ მაიდანში არსებული 9 აპრილს დაღუპული გმირების სტენდი. მათი სულების მოსახსენებლად დაანთეს 21 სანთელი. მადლობა გადაუხადეს მათ თავისუფლებისთვის.
წელს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა არმიამ 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა.
იხილეთ ფოტოები: