ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლის მე-9 კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მოსწავლეთა ინიციატივითა და პედაგოგის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროექტით გათვალისწინებული იმიტირებული არჩევნები ჩატარდა.
პროექტი ერთი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. მთელი კვირის მანძილზე სკოლაში მიმდინარეობდა ყველა ის წინასაარჩევნო პროცედურები, რაც რეალურად ხდება ყველა დემოკრატიული ქვეყნაში არჩევნების ჩატარების დროს.
სკოლაში აირჩიეს ,,განათლების მინისტრი“. წარმოდგენილი იყო ოთხი რეალური კანდიდატი, თავიანთი სამოქმედო გეგმითა და პროგრამებით, რომლებიც მთელი ძალისხმევით იბრძოდნენ საკუთარი გამარჯვებისათვის.
არჩევნების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებულიც. ბოლოს კი მოსწავლეებმა განიხილეს ჩატარებული არჩევნები და შეაჯამეს, რამდენად ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდა ის.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, დღე იყო ძალიან საინტერესო და პოზიტიური, რაც გამოვლინდა ბავშვების ემოციებში.
იხილეთ ფოტოები