„ენა, მამული, სარწმუნოება“ - მარელისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
18-04-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს.

„ჰიმნი დედა ენას“, „ენა, მამული, სარწმუნოება“, „ჩვენი ენა ქართული“ ასეთი სლოგანებით უგალობეს  მე-3-4-ე კლასის პატარებმა დედა ენას.

ლექსი, სიმღერა, ჩანახატი, ესსე, ელექტრონული რესურსებით გამდიდრებული კომპოზიცია ატყვევებდა დარბაზს.

ტიტების ფონზე, ეფერებოდნენ პატარები მშობლიურ ენას და ყველა მათი გამოსვლა აღაფრთოვანებდა მნახველს. მადლობა პედაგოგ ანა ჭყოიძეს, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებს და მათ შესანიშნავ მშობლებს ასეთი სასიამოვნო დღისათვის.

უცხოელ მოხალისე სტივ ჰანთან ერთად, რომელიც აღმერთებს ქართულ ენას, სიმბოლურად გაიჭრა  დედა ენის ტორტი“,-ნათქვამია მარელისის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203