სამტრედიის N3 საჯარო სკოლაში აღინიშნა სიყვარულის დღე
18-04-2019

ქალაქ სამტრედიის N3 სჯარო სკოლაში  აღინიშნა სიყვარულის დღე. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარმოადგინა X-ბ კლასის მოსწავლეებმა,  რომელსაც ხელმძღვანელობდა კლასის დამრიგებელი,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალბატონი ფიქრია მსხილაძე.  

„ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 24 მოსწავლე. მათ წარმოაჩინეს სხვადასხვა აქტივობები.  ღონისძიება დატვირთული იყო:  ცეკვებით: ,,დავლური", ,,ლაზური", „ტანგო“. ქართული სიმღერებით, კინოფილმებიდან: ,,დათა-თუთაშხია", ,,ტიფლისი", ,,კუკარაჩა",  ,,სიყვარული ყველას უნდა",  ,,დიდოსტატის მარჯვენა", ,,რაც გინახავს  ვეღარ ნახავ". სპექტაკლიდან ,,ბებრები" და  ლიტერატურული ნაწარმოებიდან სხვადასხვა სცენარებით. ღონისძიება გაიხსნა პანტონიმათი, სადაც მოსწავლეებმა განასახიერეს დედამიწაზე სიყვარულის ჩასახვა და წაკითხულ იქნა ქარჩხაძის ,,იგი"   ამონარიდები.

Xბ კლასის თვალხატულა გოგო-ბიჭები ირგვლივ დიდ სიყვარულსა და სითბოს აფრქვევდნენ.  თავს არ იზოგავდნენ საკუთარი ჩანაფიქრის წარმოსაჩენად. იყო ბევრი ღიმილი და ოვაცია. ღონისძიების ბოლოს მაყურებელმაარ დაიშურა მქუხარე ტაში და აპლოდისმენტი. სკოლის დირექტორმა ქალბატონ ვენერა ივანიშვილმა მიულოცა მათ ეს დღე და შეუფასა ნამუშევარი, ხოლო კლასის დამრიგებელმა ფიქრია მსხილაძემ მადლიერება გამოხატა მშობლებისა მოსწავლეების მიმართ. ღონისძიება შეფასებული იქნა დადებითად. ეს პოზიტიური განწყობა დიდხანს გაჰყვება მაყურებელს“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203