ახმეტის მუნიციპალიტეტის, ქისტაურის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა ყველაწმინდა მოინახულეს და მისი შემოგარენი დაასუფთავეს.
„თავისუფალი დროის ეფექტურად გამოყენება ჩვენი ჩვეული მოვლენაა. საწავლო პროცესით დატვირთულ რეჟიმს ხშირად ვანაცვლებთ მხიარულებას, გართობას, რომელიც ისევ და ისევ სასწავლო მიზნებს ემსახურება. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო დღე იყო გასეირნება ყველაწმინდაში, რომელიც VII კლასის მოსწავლეებმა მოაწყეს. მიზანი არამარტო ყველაწმინდის მონახულება, არამედ მისი შემოგარენის დასუფთავება იყო. მოსწავლეები ხალისიანად ჩაერთნენ ამ აქტივობაში და სახლში გახარებულები დაბრუნდნენ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები