დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე აღნიშნეს
18-04-2019

დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.


ბავშვებმა გაიხსენეს ამ დღესთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები, მიმოიხილეს საქართველოს ისტორია დაქება შეასხეს დედა ენას.


დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან 14 აპრილს აღინიშნება. 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო.


ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203